მე მიყვარს ჩემი სამშობლო… ჩემი საქართველო ♥

მე  მიყვარს საქართველო. ეს სიტყვები არ არის უბრალოდ ლამაზი სიტყვები. ისინი  ჩემი  გულიდან ამოსული სიტყვებია.
სიტყვით ყველას უყვარს, სიტყვით სიყვარული ადვილია მაგრამ ჩემი აზრით სამშობლოს სიყვარული მისთვის გაკეთებული საქმიდან სჩანს. ამას რომ ვწერ ალბათ მკითხავთ: ,,და შენ, შენ რას აკეთებ შენი ქვეყნისთვის?’’ მე ჯერჯერობით სამშობლოსთვის  განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ჯერ ხომ ერთი უბრალო, ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ვარ. მე ჯერ მხოლოდ  ის შემიძლია, საქართველო უსაზღვროდ მიყვარდეს და ვისწავლო კარგად, რათა ჩემი ქვეყნის ჭკვიანი და განათლებული  მოქალაქე გავხდე, ჩემი ადგილი დავიმკვიდრო და ჩემი სიტყვა ვთქვა როგორც პიროვნებამ და როგორც მოქალაქემ. შეიძლება უკეთესზე უკეთესიც გავხდე… ვინ იცის…
ჯერჯერობით კი ჩემი საქართველო დედასავით მიყვარს… მიყვარს–მეთქი რომ ვამბობ, მე ვგულისხმობ მთელს საქართველოს: მის მთა–ბარს, კუთხეებს, მის მდინარეებს, მის ტბებს, ქალაქებს თუ სოფლებს, მის  ხეებს, ფოთლებს,  უბრალო ქვებსაც კი…. თუმცა საქართველოში უბრალო არაფერია ♥ აქ ყველაფერი გამორჩეული და განსაკუთრებულია. პირველ რიგში კი ქართველი ხალხი, სწორედ ქართველების მეგობრულმა დამოკიდებულებამ, მათმა დიდიმა სტუმართმოყვარეობამ, თბილმა და გულწრფელმა ხასიათმა  შემაყვარა აქაურობა…. ^_^ ♥

თბილისი - მეტეხი

ჩემი სამშობლოს უკვდავი სილამაზე ვერ დაეტევა ამ პოსტში… ♥

ტაივანის მშვენება – ხიდი “ცისარტყელა”

ეს უმშვენიერესი, ულამაზესი და გენიალური ხიდი  “ცისარტყელა” მაგონგში (ტაივანში) მდებარეობს. იგი მნახველებს აოცებს და აღაფრთოვანებს. ცისარტყელას ფერებში გაკეთებული განათების ზოლი მიმაგრებულია ხიდის კონსტრუქციაზე და იძლევა წყალში არეკლილი ცისარტყელის ეფექტს, რაც მას შესანიშნავ და შეუდარებელ სილამაზეს სძენს. მოქალაქეებს თუ სტუმრებს შეუძლიათ მთელი ღამე გათენებამდე დატკბნენ ამ სანახაობით.

ქრისტე აღსდგა!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უფლის წყალობა არ მოგაკლოთ უფალმა.

23

აღდგომა – უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და
8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა,
საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის
მოვლინებისა. ქრისტეს წამებიდან და მისი ხორციელი გარდაცვალებიდან მესამე დღეს ის ამაღლდა,
განკაცდა და თავს იდო ჩვენი, კაცობრიობის ცოდვები. 

ქრისტე აღსდგა - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინ უძღოდა ვნების კვირა. შვიდივე დღე გამოირჩევა
თავისი მნიშვნელობით:

დიდი ორშაბათი – როცა იესომ დაწყევლა უნაყოფო ლეღვი;
დიდი სამშაბათი – როცა იესომ ტაძარში ახალი მოძღვრება იქადაგა;
დიდი ოთხშაბათი – როცა მოწაფეებმა იესოს სერობა მოუწყვეს;
დიდი ხუთშაბათი – როცა იესომ თვითონ გაუმართა მოციქულებს
სერობა, ამხილა იუდა და დაადგინა ზიარების საიდუმლო;
დიდი პარასკევი – როცა იესო აწამეს და ჯვარს აცვეს;
დიდი შაბათი – როცა იესო დაკრძალეს.


აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული წითელი კვერცხი, ტკბილი პური ანუ პასკა და ჯეჯილი.
საიდან მოდის წითელი კვერცხის ტრადიცია და რატომ უნდა იყოს სააღდგომო კვერცხი წითელი ფერის?

წითელი კვერცხი 

არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა:„ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომკვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

აღდგომის მნიშვნელობა:

თავისი სიძლიერით ამ დღეს ვერ შეედრება მიწიერი კეთილდღეობით გამოწვეული ვერცერთი განცდა. ამ
იდუმალ ღამეს, როგორც არასდროს, ჩვენი სული თბება რწმენით, სასოებითა და სიყვარულით;
უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვეუბნება: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ“ (ლუკა 8,50).

ქრისტე აღსდგა - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

10 პოპულარული ფილმი, რომლებიც ადამიანებს უბიძგებენ კრიმინალისკენ.

ხშირად ისე ხდება, რომ დაუჯერებელი და წარმოუდგენელი ისტორიები იქცევიან მხატვრული ფილმების ფუძემდებლებათ, ხშირად ისეც ხდება, რომ კინოსურათი იმდენად საინტერესო და მიმზიდველი გამოდის, რომ ადამიანს სცენარის გადმოტანა რეალურ ცხოვრებაშიც უნდება, მაგრამ უმეტეს წილად ადამიანებს სურთ, რომ გავდნენ არა კეთილს, არამედ გარეწრებს. რეჟისორებმა და მსახიობებმა ეს შეიძლება მიიჩნიონ თავიანთი ნიჭის დასაბუთებად, რადგან ფილმის გმირი ხდება ბევრისთვის მისაბაძი პერსონაჟი, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ კინემატოგრაფიისგან განსხვავებით ყველაფერი ჰეფი-ენდით არ სრულდება. წარმოგიდგენთ ათ ფილმს, რომლებიც იქცნენ რეალობათ. 

1

ქურდების ქალაქი (2010)
ბენ აფლეკის კრიმინალური დრამა გვიყვება ქურდზე, რომელიც მეგობრებთან ერთად წარმატებით ასუფთავებს ბანკებს და საინკასატორო მანქანებს, მაგრამ ერთხელაც მთავარ გმირს შეუყვარდება თავისი “სამუშაოს” ერთ-ერთი თვითმხილველი და რათქმაუნდა შეყვარებული ყველანაირად ეცდება, რომ მთავარი გმირი დააბრუნოს ჭეშმარიტების გზაზე – ამაზეა აგებული კინოსურათი.

ბენ აფლეკის და რებეკა ჰოლის რომანტიული ურთიერთობებით სრულებით არ დაინტერესებულან მამაკაცები ნიუ-იორკიდან, მათ უფრო მოეწონათ ბანკების მოხერხებულად გაძარცვის ტექნიკა.

ბანდამ ჩაიდინა 62 ძარცვა და საერთო ჯამში მოახერხეს $217 ათასი. დამნაშავეებმა გამოიყენეს ზოგიერთი მაგალითი ბენ აფლეკის კინოშედევრიდან – თიშავდნენ ელ-ენერგიას ბანკში, რომ ბანკს დამხმარე ძალა არ გამოეძახებინა, იცმევდნენ მეშახტის ფარნებს, რომ უშუქობის შემთხვევაში მოეხდინათ ბანკში ორიენტირება და ანადგურებდნენ თავიანთ ანაბეჭდებს მათეთრებლით. ამ ყველაფერმა ისინი დანაშაულებებზე პასუხის გებამ მაინც ვერ გადაარჩინა და ალბათ კიდევ დიდი ხნით იჯდებიან ციხეებში. პოლიციას მათ თვითონვე უთხრეს, რომ გაძარცვებზე ისინი “შთააგონა” ფილმმა “ქურდების ქალაქი”.

2

პროექტი იქს (2012)
ალბათ ახალგაზრდული კომედიის – პროექტი იქსის შემქმნელებს საერთოდ არ უფიქრიათ იმაზე, რომ მათი ფილმის სიუჟეტი გახდებოდა ბევრი ამერიკელი მოზარდისთვის როლური მოდელი. თუკი ფილმი არ გინახავთ მოკლე შინაარსი შემდეგნაირია: სანამ მშობლები იყვნენ გასულები, მანამდე ახალგაზრდა ადამიანების კომპანიამ მოაწყო წვეულება, მაგრამ ყველაფერი ცუდად წავიდა, რადგან წვეულებას მოჰყვა ნარკოტიკები, ხანძარი და სროლა.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ აშშ-ს რამდენიმე შტატში დაფიქსირდა მოზარდებს შორის კრიმინალის ზრდა, რადგან ახალგაზრდები აწყობდნენ “პროექტის” რემეიქს – ისინი შედიოდნენ მიტოვებულ სახლებში, იქ აწყობდნენ წვეულებებს და ემალებოდნენ მშობლებს.

ასეთი წვეულებების გამო მოიმატა ვანდალიზმის, ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ მდგომარეობაში მოზარდების დაკავების რიცხვმა, ბევრი ადამიანი იჭრებოდა ცეცხლსასროლი იარაღის არასწორად მოხმარების გამო, ხოლო ზოგიერთი დაიღუპა კიდეც. პრობლემა ისეთი გახდა, რომ კომპანია Warner Brothers-მა გადაწყვიტა გამოეშვა ფილმი ოფიციალური განცხადებით, რომელიც მოუწოდებდა ახალგაზრდებს არ მიებაზათ სურათის გმირებს.

3

კივილი (1996)
უეს კრეივენის კლასიკური ტრილერი გამოსვლის მომენტში აღმოჩნდა ნამდვილი სენსაცია. ალბათ ფილმის სცენარი თქვენთის კარგად ნაცნობია.

მოჩვენების სახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმბაძველი აღმოჩნდა ბელგიელი ტიერი ჟარადენი, რომელმაც 2001 წელს მოკლა 15 წლის ელისონ კემბირი, ხოლო თვითონ ტიერი იმ დროს იყო 24 წლის.

ახალგაზრდა ტიერიმ შესთავაზა გოგონას შეხვედრა, მაგრამ გოგონამ ტიერი უარით გაისტუმრა, ტიერი ამაზე გაბრაზდა ჩაიცვა თავზე ცნობილი ნიღაბი და აიღო სამზარეულოს ორი დიდი დანა. მან ელისონს დაარტყდა 30-ჯერ როგორც ფილმის პირველ სცენაშია და როდესაც დარწმუნდა, რომ გოგონა მკვდარი იყო თვითონვე დაურეკა პოლიციას და მოუყვა ყველაფერი. დაკითხვაზე ტიერი ამტკიცებდა, რომ დიდიხანი უნდოდა ამ კინო-ეპიზოდის შექმნა, რაზეც პოლიცია მან ჩიხში შეიყვანა – ტიერის მანამდე კანონთან ან ფსიქიკასთან არანაირი გართულება არ ჰქონია, მაგრამ ამ მკვლელობაზე ის სრულებით წყნარად საუბრობდა.

4

მებრძოლთა კლუბი (1999)

ჩაკ პალანიკის შედევრულ რომანის ეკრანიზაცია პრაქტიკულად ყველასათვის ნაცნობია, ეს კი არის დევიდ ფინჩერის ნათელი და ტალანტური რეჟისურის დამსახურება. “მებრძოლთა კლუბის” სამყარო ადამიანებისთვის იმდენად დამაჯერებელი და მიმზიდველია, რომ ბევრმა გადაწყვიტა შეექმნა ან გაწევრიანებულიყო მებრძოლა კლუბში.

2009 წელს აშშ-ში აღნიშნავდნენ ერთ-ერთ მთავარ სახელმწიფო დღესასწაულს – მოხსენიების დღეს. ნიუ-იორკის ზოგიერთ კუთხეში გაისმა აფეთქებების ხმა. ტერორისტები ბაძავდნენ ფილმის გმირებს და მოაწყვეს იმ კორპორაციების შენობების აფეთქება, რომლებსაც ისინი თვლიდნენ მოქალაქეების მთავარ მჩაგვრელებათ. აფეთქებების ორგანიზატორი მალევე იპოვეს და აღმოჩნდა ვიღაც კაილ შოუ, რომელიც იყო “მებრძოლთა კლუბის” ადგილობრივი დანაყოფის წევრო, ისინი გამოჩნდენ მთელ მსოფლიოში ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ.

5

ფულის მატარებელი (1995)
ორი ქურდი ძმობილის შესახებ კინოს უარყოფითად შეხვდნენ კრიტიკოსები, მაგრამ სამაგიეროდ ის გულთბილად მიიღეს მაყურებლებმა. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ქურდი აპირებს, რომ თვითმხილველი დაწვას ცოცხლად ბენზინით, მაგრამ სიუჟეტის მიხედვით ის ახერხებს გადაურჩეს მკლელს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე არ გამოვიდა.

ფილმის გამოსვლის შემდეგ დაფიქსირდა რამდენიმე ასეთი შემთხვევაში: ახალგაზრდა მამაკაცმა მოითხოვა მიეცათ მისთვის ფული და უარის შემდეგ გადაისხა და დაიწვა თავი. რამდენიმე კვირაში მამაკაცი გარდაიცვალა საავადმყოფოში – დამწვრობა შეადგენდა სხეულის 75%-ზე მეტს. დროთა განმავლობაში მოხდა კიდევ შვიდი მსგავსი ინცინდენტი, რამაც გამოიწვია მოქალაქეების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებები, იმაზე, რომ ეკრანზე ასახული იყო ძალადობა.

6

ფულის მატარებელი (1995)
ორი ქურდი ძმობილის შესახებ კინოს უარყოფითად შეხვდნენ კრიტიკოსები, მაგრამ სამაგიეროდ ის გულთბილად მიიღეს მაყურებლებმა. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ქურდი აპირებს, რომ თვითმხილველი დაწვას ცოცხლად ბენზინით, მაგრამ სიუჟეტის მიხედვით ის ახერხებს გადაურჩეს მკლელს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე არ გამოვიდა.

ფილმის გამოსვლის შემდეგ დაფიქსირდა რამდენიმე ასეთი შემთხვევაში: ახალგაზრდა მამაკაცმა მოითხოვა მიეცათ მისთვის ფული და უარის შემდეგ გადაისხა და დაიწვა თავი. რამდენიმე კვირაში მამაკაცი გარდაიცვალა საავადმყოფოში – დამწვრობა შეადგენდა სხეულის 75%-ზე მეტს. დროთა განმავლობაში მოხდა კიდევ შვიდი მსგავსი ინცინდენტი, რამაც გამოიწვია მოქალაქეების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებები, იმაზე, რომ ეკრანზე ასახული იყო ძალადობა.

7

“საპირისპირო წევა” (1991)
საინტერესო სურათი აშშ-ს მეხანძრეების ბრძოლისა სერიულ ცეცხლის წამკიდებელთან, უეჭველად შთააგონა მაყურებლებს, თუ როგორი ამაყები არიან მეხანძრეები თავიანთი საქმით. ერთი მაყურებელი იმდენად მოიხიბლა ფილმის პერსონაჟებით, რომ ძლიერ სურდა მათ დამსგავსებოდა – ყოველშემთხვევაში სწორედ, რომ ეს განუცხდა მან პოლიციელებს.

თავის შეყვარებულთან ღარმის გათევისას, ახალგაზრდა მამაკაცმა დაელოდა სანამ ყველა დაიძინებდა და შემდეგ გადაწყვიტა გაეჩინა ხანძარი. საბედნიეროდ სახლში მყოფებმა დროზე იგრძნეს სუნი და ჩააქრეს ცეცხლი მალევე, მაგრამ ცეცხლის ჩაქრობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია წამკიდებელს.

8

ინტერვიუ ვამპირთან (1994)

დენიელ სტერლინგი და მისი 8 წლის მეგობარი ლიზა სტელვაჰენი 1994 წლის 17 ნოემბერს აპირებდნენ ეყურებინათ მომდევნო ჰორორი ვამპირებზე. ღამის სამ საათზე ლიზამ გაიღვიძა, რადგან იგრძნო, რომ მას ვიღაცა უყურებდა. საწოლის წინ მან აღმოაჩინა დენიელი, რომელმაც წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: “დღეს შენ მოკვდები. მე შენ მოგკლავ და დავლევ შენს სისხლს”. გოგონამ როგორც ჩანს იფიქრა, რომ ეს იყო სიზმარი და გადაბრუნდა და დაიძინა, მაგრამ დენიელმა ამასობაში მას დაარტყდა 7-ჯერ დანა და შეეცადა დაელია სისხლი.

აუხსნელია, მაგრამ გოგონამ მაშინვე არ დატოვა საწოლი და არ ატეხა ხმაური – “ვამპირმა” მოახერხა ადგილიდან მიმალვა. სისხლისმსმელი დააკავეს და დენიელმა აღნიშნა, რომ ფილმებს არაფერში არ ადანაშაულებს, მაგრამ გამოტყდა, რომ “ინტერვიუმ” მასზე ცოტა გავლენა მოახდინა. მოგვიანებით დენიელს წაუყენეს ბრალდება მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით.

9

რემბო: პირველი სისხლი (1982)
ფილმი ვიეტნამის ომის ვეტერანზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ლეგენდარული სილვესტერ სტალონე დიდი ხანია რაც გახდა საკულტო ფილმი და მასზე გაიზარდნენ თაობები. ბევრი მოზარდი ბაძავდა ჯონ რემბოს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმემ გადაწყვიტა, რომ გადაეხვია კანონისთვის ბავშვობის იდეალების გამო.

ბოევიკის კინოგაქირავებაში გამოსვლის შემდეგ კაცმა, რომელსაც ეცვლა კამუფლაჟი და თავზე ეკეთა წითელი ბანდანა, მოკლული იქნა კანადის პოლიციის მიერ, რადგან მან მოკლა პოლიციის ოფიცერი ის წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას. ცოტახანში ამ ყველაფრის შემდეგ ტორონტოდან ცოტათი მოცილებით იპოვეს 18 წლის ახალგაზრდა სახეზე კამუფლაჟის საღებავით და უნიფორმით და ასეთი კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

10

მუქი რაინდი (2008)
2010 წელს შტატ ვისკონსინის მაცხოვრებელს – ჯეიმს ჰოლმსს მიუსაჯეს ერთ წლიანი აპტიმრობა, რადგან ის შევარდა თავისი ბიძაშვილის სახლში და დაესხა მას თავს. კაცი ეჭვობდა, რომ მისი გერლფრენდი იწვა თავის ბიძაშვილთან ერთად, ამიტომაც ჰოლმსმა ჩაიცვა ბეტმენის მთავარი ანტაგონისტის ფორმა და აძვრა სახლში, ხოლო ეჭვები კი გამართლდა – მან შეუსწრო თავის მეგობარ გოგოს თავის ბიძაშვილთან საწოლში, რამაც გამოიწვია გაბრაზება.

მაგრამ ისეთი ჭკვიანი პერსონაჟი როგორიცაა ჯოკერი გადაწყვეტდა, რომ შური ასეთი ბანალური და პრიმიტიული ქმედებით ეძია, მას ალბათ უფრო მოეწონებოდა ისეთი ისტორია როგორიც მოხდა 2009 წელს ინდიანაში: ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე თავს დაესხა ადგილობრივი სკოლის მასწავლებელს სამართებელით, ხოლო სანამ ამას მოახდენდა მან მოითხოვდა ტუალეტი და გაიკეთა ისეთი ღიმილი, როგორიც აქვს ჯოკერს პირზე.

 

„დედა ენის“ დღე – 14 აპრილი

32492693

14 აპრილს საქართველო აღნიშნავს „დედა ენის“ დღეს, რადგან საძირკველი განათლებისა არის წერა-კითხვის ცოდნა. ამ საძირკვლის ჩადგმას, უპირველეს ყოვლისა, ეხმარება „დედა ენა“.

„დედა ენის“ შედგენა ადვილი როდი იყო. ეს რთული საქმე თავს იდო დიდმა ქართველმა მოღვაწემ – იაკობ გოგებაშვილმა. მან კარგად შეისწავლა ანბანის სწავლების თავისებური წეს-კანონები და დაასკვნა, რომ ბავშვებისათვის უხალისო და უინტერესოა, როცა ისინი ასო-ბგერებს ცალ-ცალკე სწავლობენ. ამიტომ იაკობმა ყოველი ასო-ბგერა სიტყვებში გააცოცხლა: „აი ია“, „აი თითი“… ასო ასოს ემატება, აზრი აზრს და ბავშვის შეგნება იზრდება, ფართოვდება, იხვეწება, ბოლოს იმ დიდ ოკეანესთან მიდის, ქართული ენა რომ ჰქვია.

და ასე, მოთხრობა ცვლის ლექსს, ბავშვებისათვის საყვარელ თავსატეხ გამოცანებს, რომელთაც მოსდევს სასაუბროები, სავარჯიშოები. ბავშვები იწრთობიან უკვე შეთვისებული ხატულა ასოების წერაში. მათ უკვე შეუძლიათ საკუთარი აზრები ქაღალდზე გადაიტანონ.და აი, პატარებს უკვე შეუძლიათ თვითონვე წაიკითხონ მოთხრობები, ლექსები, გამოცანები, ანდაზები, რომლებიც ასე უხვად მოუთავსებია დიდ მასწავლებელს სანუკვარ „დედა ენაში“. ყველა მათგანი რაღაც საინტერესოს გვიამბობს, ყურადსაღებს გვასწავლის. მაგრამ რას? ამას ბავშვი თავად უნდა მიხვდეს. არავითარი ახსნა-განმარტება, არანაირი ჭკუის სწავლება და მზა დასკვნები წიგნში არ არის. იაკობ გოგებაშვილს სურს, პატარამ თვითონვე იფიქროს, განსაჯოს და დასკვნებიც თავად გამოიტანოს. აი, მიზეზი, რატომაა ეს წიგნი ასე საყვარელი. ბავშვებისათვის ხომ ასე დამთრგუნველი და დამამცირებელია, როდესაც მათ მუდმივად თავს ახვევენ საკუთარ აზრებს, სულ ჭკუას ასწავლიან. „დედა ენა“ კი პატარებს უდიდეს თავისუფლებას ანიჭებს, ნდობას უცხადებს და აგრძნობინებს, რომ მათ თავად შეუძლიათ ფიქრი და დასკვნების გამოტანა.

ბავშვებმა უნდა შეისწავლონ არა მარტო წერა, არამედ შეიყვარონ სამშობლო, გაეცნონ მის წარსულს, მის ბუნებას, სხვადასხვა მხარეებს, თავდადებულ გმირებს… „დედა ენა“ მათთვის გასაგებ ენაზე მოუთხრობს მათ ყოველივეს და ბავშვებიც ხედავენ, როგორ მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან ენა, მამული, სარწმუნოება, ცოდნა…

ყოველი სიტყვა ამ წიგნისა გაჟღენთილია ბავშვების უსაზღვრო სიყვარულით, კეთილშობილებითა და სამშობლოს სიყვარულით. „დედა ენა“ ყოველი ქართველის გულის ძგერაა და ამიტომაც უთანამგზავრებს იგი ყოველთვის თითოეულ პატარა ქართველს.

 

21-ე საუკუნის ბიჭი

21-ე საუკუნის ბიჭი: იზრდიან თმებს მხოლოდ იმიტომ რომ ეს ვითომ მოგვწონს გოგოებს! იცმევენ მუხლებამდე ჩავარდნილ შარვლებს! მათი აზრით ეს უხდებათ )) სიგარეტს აბოლებენ და კაცობენ! ვითომ გოგოებს აწონებენ თავს! ქუჩურ ცხოვრებას აწვებიან სახლში კი დედიკოს ბიჭები არიან! როგორც კი მამიკო გაიგებს რომ სიგარეტს ეწევიან შიშისგან კანკალი ეწყებათ! ბაბნიკობა კაცობად მიაჩნიათ! დღეს მათი წყალობით სიტყვა “მიყვარხარ” ფასი დაკარგა! დღეს არიან ისეთი ბიჭები რომლებიც გოგოს სიყვარულს მხოლოდ იმიტომ უხსნიან რომ ნიძლავი წააგეს! ის ბიჭები რომლებიც უფროსებს შეურაწყოფას აყენებენ და ეს კაცობად მიაჩნიათ! ის ბიჭები რომლებიც მოკლე კაბიანი გოგოს დანახვაზე “ბილწი” აზრები უტრიალებთ ტვინში! ის ბიჭები რომლებიც გამუდმებით გულს ტკენენ გოგოს! მაგრამ თუ მის დას ატკინეს გული ეგრევე მოკლავს! ის ბიჭები რომლებიც ჯერ ძმობას შეგფიცებენ და მერე სიყვარულს გიხსნიან! ის ბიჭები რომლებიც გოგოებზე იძახიან ჭორიკნებიაო და თვითონ ჩვენზე მეტს ჭორაობენ! ის ბიჭები რომლებიც თავიანთი სიტყვის დასამტკიცებლად საკუთარ დედას აგინებენ! :Xx

 

boy_by_Cougarsgrr

თუმცა მე მჯერა რომ გამონაკლისებიც არსებობენ… 

Google-ში ძიების 9 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის

1. როგორ ვიპოვოთ ზუსტი ფრაზა, ან სიტყვის ფორმა

ოპერატორ „“-ს მეშვეობით. ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და გუგლი მოძებნის იმ ვებ-გვერდებს, სადაც ზუსტად ეს ფრაზაა.

მაგალითად:

„მე გწერთ“

2. როგორ ვიპოვოთ ციტატა, რომელშიც სიტყვაა გამოტოვებული.

დაგავიწყდათ სიტყვა ციტატაში? ჩასვით მთელი ციტატა ბრჭალებში, გამოტოვებული სიტყვის ნაცვლად კი ვარსკვლავი * დაწერეთ. ციტატა დავიწყებულ სიტყვასთან ერთად მოიძებნება.

მაგალითი: „იყო არაბეთს * მეფე“

3. როგორი ვიპოვოთ სასურველი სიტყვა.

უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა სიტყვა ვერტიკალურად, მათ შორის კი სლეში ჩასვით |.

მაგალითი:

ანანასი | მწყერი | შამპანური

4. როგორ ვიპოვოთ სიტყვა, რომელიმე წინადადებაში

გამოიყენეთ ოპერატორი სიტყვით „ ამპერსანდი“ – &. თუკი სიტყვებს ამპერსანდით შეაერთებთ, გუგლი მოძებნის დოკუმენტებს, სადაც ეს სიტყვები ერთ წინადადაებაში გვხვდება.

მაგალითი:

ილიას ძეგლი & აკაკის

5. როგორ ვიპოვოთ დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ სიტყვას შეიცავს.

სასურველ სიტყვას წინ პლუსი დაურთეთ და არ გაყოთ იგი space-ით. ძებნაში დაურთეთ რამდენიმე აუცილებელი სიტყვა.

მაგალითად:

ალი და ნინო + ბულვარი

6. როგორ გამოვრიცხოთ სიტყვა ძებნიდან

სიტყვას წინ მინუსი დაურთეთ. შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვაც გამორიცხოთ

მაგალითი:

მუმი ტროლი მულტფილმი -როკი – ლაგუტენკო

7. როგორ ვეძებოთ გარკვეულ საიტზე

ამისთვის გამოიყენეთ ოპერატორი site. ამ სიტყვის მერე აუცილებლად დაურთეთ ორწერტილი.

მაგალითი:

საქართველოს კონსტიტუცია site: consultant(წერტილი)ge

8. როგორ მოვძებნოთ გარკვეული ტიპის დოკუმენტები

გამოიყენეთ ოპერატორი mime. შეიყვანეთ ძებნაში mime, ორწერტილი და შემდეგ იმ ტიპის დოკუმენტი, რომელსაც ეძებთ. მაგალითად, pdf ან doc.

მაგალითად: განცხადება mime: pdf

9. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია გარკვეულ ენაზე

ოპერატორ lang-ის მეშვეობით. lang- ის მერე დასვით ორწერტილი და დაწერეთ რა ენაზე ეძებთ დოკუმენტებს.

მაგალითად ვეფხისტყაოსანი lang:ru

9 აპრილის ტრაგედია

ბევრი სამგლოვიარო დღე გასთენებია საქართველოს. და აი, 9 აპრილიც: ძალით შეკოწიწებული საბჭოთა კავშირი შეირყა, ბზარი შეეპარა. ამ ერთა საპყრობილეში თავისუფლების ნეტარმა სიომ შემოჰბერა, მაგრამ განა გველეშაპი ასე ადვილად სთმობს ნადავლს? ბოლოს მაინც იბრძოლებს, კუდს მოიქნევს…

1989 წლის 9 აპრილი. რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ თავისუფლებას, თვითმყოფადობას მონატრებული უამრავი ადამიანი შეკრებილა. ლექსით, სიმღერითა და ცეკვით ესახებოდათ სანუკვარი სამშობლოს განთავისუფლება. მაგრამ მტერი ასე არ ფიქრობდა. კიდევ ერთხელ გახსნეს თბილისის კარი და მალულად შემოუძღვნენ ტანკებსა და საგანგებოდ გაწვრთნილ კაციჭამიებს, რომელთაც ორლესული ნიჩბები ჩამოურიგეს და ხალხის უმოწყალოდ ჩეხვა უბრძანეს. ჩუმად, შეუმჩნევლად მოუახლოვდნენ მომიტინგეებს. ხალხში „შავლეგოსა“ და „სალაღობოს“ ტკბილი ჰანგები ისმოდა და უცებ ამ ჰანგებს სასოწარკვეთის, კივილის, ყვირილის ხმები შეერია, შეერია და იმძლავრა… სიმღერა შეწყდა, ხალხი აირია, დაიქსაქსა, აქეთ-იქით მიაწყდა, ზოგი სად შეეფარა, ზოგი – სად… რუსთაველზე კი დარჩა დაჩეხილი ჭადრები და სისხლიანი გვამები…

კიდევ ერთხელ გაისმა გლოვის ზარი საქართველ ოში. 20 ადამიანი შეეწირა ზვარაკად მარტო იმ დღეს… რამდენი მოიწამლა…

მტერმა იფიქრა, მოვერიეთო, ჩავაქრეთო ქართველთა მგზნებარე სურვილი თავისუფლებისა, მოვკალითო, დავჩეხეთო სამშობლოსათვის აძგერებული გულები. მოხდა კი პირიქით. საქართველო ერთად შეიკრა, ერთი გული აძგერდა ქვეყანაში, ყველა ერთმანეთს ამოუდგა გვერდით. რუსთაველი ყვავილებმა დაფარა. დაღუპულთათვის პატივის მისაგებად უამრავი ხალხი მოაწყდა ტიტებით ხელში.

თავისუფლებას შეეწირნენ და შემოაბიჯა კიდეც თავისუფლებამ. ორი წლისთავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პირველმა არჩეულმა მთავრობამ ეს დღე დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. მალე საქართველოს დამოუკიდებლობა მრავალმა ქვეყანამ აღიარა და იქცა 9 აპრილი ზეიმის დღედ, დღედ გამარჯვებისა, თავისუფლებისა…

aprili-9-kvavilebi

9aprili

6

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა (2014 წლის 18 მარტი)

2014 წლის 18 მარტს სამოქალაქო კლუბმა ”ძალა ერთობაშია” ჩაატარა ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა, სადაც სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით გამოიტანეს საკუთარი ნამუშევრები. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და დირექციის წარმომადგენლებმა.

1899556_271940539633532_692907404_o
1926180_271940606300192_527018191_o

დასუფთავების აქცია (2014 წლის 22 მარტი)

ძალისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მონაწილეობა მიიღო სოფლის გამგეობის მიერ დაგეგმილ დასუფთავების აქციაში. 2014 წლის 22 მარტს დასუფთავდა მდინარე ნარეკვავის მიმდებარე ერთი კონკრეტული ტერიტორია.

1617926_273123932848526_539796675_o
1654510_273124572848462_2062159927_o
1890477_273123366181916_456089915_o
1974206_273124509515135_1992220761_o (1)