ჯინსების თაობა ))

ცოტახნისწინ მეგობრების რჩევით წავიკითხე წიგნი “ჯინსების თაობა” რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ… იმედია მოგეწონებათ და აუცილებლად წაიკითხავთ!
1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა. ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა, გოგონას კი მუცელი მოუშალეს… სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე” თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ. დათო ტურაშვილის წიგნი ,,ჯინსების თაობა” სწორედ ამ ტრაგიკულ ისტორიას ეძღვნება…

collage

537997_659591037426820_1093521493_n

http://www.youtube.com/watch?v=McTEdRzHY4w&feature=youtu.be

6 thoughts on “ჯინსების თაობა ))

  1. Tamar maisuraze ამბობს:

    kargia

  2. mari ამბობს:

    kargiaa,dzalian miyvarss es wigniii ❤

  3. gvanci42 ამბობს:

    kargia…. dzaan magari wignia ❤

  4. ninok56 ამბობს:

    ანი, ეს თემა უფროსი თაობისთვის ძალია მტკივნეულია და მნიშვნელოვანია, რომ თქვენი თაობაც ინტერესდება.

დატოვე კომენტარი