მემორიალის გახსნა

ძალისის საჯარო სკოლაში 2014 წლის 2 დეკემბერს სკოლისა და სოფლის გამგეობის თაოსნობით გაიხსნა ჩვენი სოფლის მკვიდრის 1993 წელს აფხაზეთის ომში დაღუპული კახაბერ მიხეილის ძე წინამძღვრიშვილის მემორიალური დაფა. ჩემი კლუბის ბავშვებთან ერთად გავუკეთეთ ამ დღეს ორგანიზება. მოვიწვიეთ მამაო პანაშვიდის გადასახდელად, გავაკეთეთ სკოლის დარბაზში ღონისძიება.ღონისძიებაზე მოწვეული გვყავდა სოფლის გამგეობა მასწავლებლები, კახას ოჯახის წევრები და მეგობრები.

შეუდარებელი სილამაზე ♥ ^_^

18 ოქტომბერს ჩემს კლასთან ერთად მარტყოფში წავედი ექსკურსიაზე. მოვინახულეთ “მარტყოფის ღვთაების მონასტერი” და ანტონ მარტყოფელის სახელობის კოშკი. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ეს საუკეთესო ექსკურსია იყო ამ ცხრა წლის განმავლობაში. იმ სილამაზის გადმოცემა რაც ვიხილე უბრალოდ სიტყვებით შეუძლებელია. მარტყოფი შემოდგომით განსაკუთრებით ლამაზია. გირჩევთ ყველას, მოინახულოთ ეს ადგილი და დარწმუნდეთ კიდევ ერთხელ იმაში რომ ” საქართველო შეუდარებელია ”  ^_^ ♥ 

7e63ed02eb79

3

მარტყოფს აქვს მდიდარი ქრისტიანულ-მართმადიდებლური ისტორია.  მარტყოფის ღვთაების მონასტერი მდებარეობს სოფ. მარტყოფის (გარდაბნის რაიონის) მახლობლად, თბილისისაღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში. ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი – ქვიანი ადგილი – რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსულიასურელი მამებიდან ერთ-ერთი, ანტონ მარტყოფელი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა.
ღვთაების მონასტერი სასტიკად აოხრდა თემურ ლენგის 1395 წ. შემოსევის დროს. მაშინ დაიკარგა ტაძარში დასვენებულიმაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ანტონ მარტყოფელმა ედესიდან ჩამოაბრძანა და რომლის სახელიდანაც წარმოდგა მონასტრის სახელწოდება – ღვთაების მონასტერი. მონასტერი ძველთაგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც გახსნილი იყო სკოლა. პლატონ იოსელიანი წერს: „მამაჩემი იყო ამ სკოლის უკანასკნელი მოსწავლე“. სკოლამ არსებობა შეწყვიტა 1752 წელს ლეკთა თავდასხმის გამო. საეპისკოპოსო ცენტრის მდგომარეობა ღვთაების მონასტერმა XIX ს. დასაწყისამდე შეინარჩუნა. მაგრამ ლეკიანობის, თუ სხვა ჯურის მტრის შემოსევების შედეგად მარტყოფის მიდამოები მოოხრდა და გაუდაბურდა.

14 ოქტომბერი – მცხეთობა

2013112416451156827

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს  “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება სრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ატარებს. 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV) წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
მე-4 საუკუნეში წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.
წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი – სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.

FIFA – La selección de fútbol de España

ხუთშაბათს დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ალბათ ყველა ფეხზბურთის ფანი ძალიან ელოდებოდა და მათ შორის მეც (p.s – უბრალოდ ძალიან მიყვარს ფეხბურთი ^^). ყველა თავის გუნდს გულშემატკივრობს, ჩემი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია.
ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. La selección de fútbol de España) — იცავს ესპანეთის ღირსებას სხვადასხვა სანაკრებო, საფეხბურთო ჩემპიონატებში. მას მართავს და აკონტროლებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია.
ესპანეთის ნაკრებს 12-ჯერ აქვთ მიღებული მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატებში, 1982 წელს კი თვითონ იყო მასპინძელი ნაკრები. ერთ–ერთი საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე, რაც კი უჩვენებია ესპანეთის ნაკრებს, არის მეოთხე ადგილი ბრაზილიაში ჩატარებულ 1959 წლის მსოფლიო თასზე. 2010 წელს კი ესპანელებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
ევროპის ჩემპიონატებზე 8-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული, პირველად კი 1964 წელს გაიბრწყინა, სადაც მასპინძელმა მოქმედი ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრები ანგარიშით 2-1 დაამარცხა. 1984 წელს საფრანგეთში ჩატარებულ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რადგანაც დამარცხდა მასპინძელ საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან – 2:0. 2008 წელს ფინალში 1-0 დაამარცხა გერმანია და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ამ გამარჯვებამ მას ფიფას მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა მოუტანა.

FIFA world cup  "Brazil"

FIFA world cup  "Brazil"

FIFA world cup  "Brazil"

FIFA world cup  "Brazil"

განსხვავებული დაბადების დღე – Gio’s Page

“Gio Jobava” ადამიანი რომელმაც საკუთარ დაბადების დღეზე უამრავი ადამიანის გული გაახარა ^^ ♥ მართალია არ ვიცნობ მაგრამ ვამაყობ ამ ადამიანით და მიხარია, რომ არსებობენ მისნაირი ადამიანები ♥ ვუსურვებ წარმატებებს! კარგი იქნება თუ ბევრი ჩვენგანი მაგალითს ავიღებთ მისგან და ვიზრუნებთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენი დახმარება ნამდვილად სჭირდებათ ♥

https://www.facebook.com/gioo.jobava/timeline

მეოთხე ჭიქა – “საეშმაკო”

უხსოვარ დროს ღმერთმა გადაწყვიტა, ისეთი სასმელი შეექმნა, რომელიც კაცს მცირე ხნით, მაგრამ მაინც დააბრუნებდა სამოთხეში. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ღმერთმა ღვინო სამოთხის რამდენიმესაათიანი ილუზიის შემქმნელად გააკეთა და ღვინის გასასინჯად ყველა ანგელოზი და ეშმაკიც მიიწვია.  ღვინო ყველას მოეწონა, მაგრამ ეშმაკმა ღმერთის მიერ გაკეთებული ღვინის ნარჩენით (ანუ ნაჭუჭით) სხვა, უფრო მათრობელა და ძლიერი სასმელი – არაყი გააკეთა. მერე ამ სასმელის გასასინჯად ღმერთი მიიწვია.
მივიდა ღმერთი, დალია ერთი ჭიქა, მეორე, მესამე და მეოთხეც რომ დალია, ეშმაკს უთხრა: “ვინც არყი დალიოს, სამ ჭიქამდე ჩემსკენ იყოს, სამი ჭიქის მერე კი შენთვის დამითმიაო”. ახლა როცა თიანეთში მოცუხები არაყს სვავენ, მეოთხე ჭიქას “საეშმაკოს” ეძახიან.  არადა, ეს გამოთქმა და საერთოდ ეს ტრადიცია სწორედ იმ ძველი ლეგენდიდან მოდის!

მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა თასის მფლობელია!

მართალია გოგო ვარ მაგრამ ფეხბურთს ჩემს ცხოვრებაში გარკვეული ადგილი უკავია, ჩემი საყვარელი გუნდი კი “რეალ მადრიდია”. სიამაყით მინდა განვაცხადო რომ წელს “მადრიდის რეალი” ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა! გილოცავთ მადრიდისტებო!!! ♥  სამეფო კლუბმა უშეღავათო ბრძოლაში 4-1 გაიმარჯვა თანაქალაქელ “ატლეტიკოსთან” და ევროპის საუკეთესო კლუბი გახდა. ჩემი აზრით რეალ მადრიდი იმსახურებდა გამარჯვებას და ჩემპიონთა თასიც ღირსეულად მოიპოვა!

წლევნადელ სეზონამდე რეკორდი მესის ეკუთვნოდა, რომელსაც 15 გოლი ჰქონდა გატანილი, თუმცა კრიშტიანომ მისი რეკორდი ჯერ გაიმეორა, შემდეგ დაამხო, ფინალში კი საკუთარი შედეგი გააუმჯობესა.
მაშასადამე, კრიშტიანო რონალდუ არის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ.
მას შესანიშნავი შედეგი აქვს, ჯერ ოქროს ბურთი, შემდეგ სამეფო თასი, შემდეგ ოქროს ბუცი, დღეს კი ევროპის ჩემპიონთა ლიგა მოიგო, დამეთანხმებით დიდებული შედეგია, რომელსაც ნებისმიერი ფეხბურთელი ინატრებდა!

სასიამოვნო სიახლე ^_^

მოგესალმებით! მინდა გითხრათ, რომ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 2014 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კონკურსის „სოციალური მედია სამოქალაქო
ინიციატივებისთვის” ნომინაციაში “მოქალაქე ჟურნალისტი”  გამარჯვებული ჩემი ბლოგი გახდა და მე-3 ადგილი მოვიპოვე, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თიკო ნაჭყებიას რომელმაც გამოავლინა გამარჯვებული ბლოგერები აღნიშნულ ნომინაციაში. ასევე გამარჯვება მინდა მივულოცო ჩემს თანაკლასელ და უახლოვეს მეგობარს გვანცა პავლიაშვილს, რომელმაც ასევე გაიმარჯვა ამ კონკურსში და მე-3 ადგილი დაიკავა (ნომინაცია “ახალგაზრდა ომბუდსმენი”). ჩვენ საჩუქრად გადმოგვეცა სიგელები და Mp3 Player-ები.

მიუხედავად იმისა რომ ეს ბლოგი უკვე გამარჯვებული გახდა მე მაინც აქტიურად გავაგრძელებ სიახლეების პოსტვას. დიდი მადლობა ყველაას! ♥

DSC04271

 

 

ტრეფიკინგი

ბევრს შეიძლება გაუკვირდეს რატომ დავიწყე ამ თემაზე საუბარი მაგრამ, დამეთანხმეთ რომ ეს საკმაოდ აქტუალური თემაა, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში.დღეს-დღეობით ხშირია მოთხოვნა იმაზე რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ თუ რა არის “ადამიანით ვაჭრობა” ( ტრეფიკინგი ). ამისთვის ხშირია სტატიები და წიგნები ადამიანით ვაჭრობაზე.მეტიც სასკოლო საღემძღვანელოში უამრავი გაკვეთილი აქვს დათმობილი სწორედ ამ თემას.მოკლედ,მე შევეცდები წარმოდგენა შეგიქმნათ ტრეფიკინგზე.

ტრეფიკინგი ადამიანების უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს. ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხდება მსხვერპლის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის სრულად აღდგენა. ტრეფიკინგის დანაშაული სხვადასხვა ეტაპებისგან შედგება.ადამიანით ვაჭრობის სფეროში, საქართველო იყო მესამე კატეგორიის ქვეყანათა შორის, იგულისხმება ამ მხრივ ყველაზე ცუდი მონაცემების მიხედვით, სადაც ტრეფიკინგი ყვაოდა და დაბრკოლება არ ექმნებოდა გასული წლის პირველ ნახევრამდე. ეს ხდება არა იმიტომ, რომ უამრავი ადამიანია ტრეფიკინგის მსხვერპლი, არამედ იმიტომ, რომ მთავრობა ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს არ აკეთებს მის შესაჩერებლად.

გასულ წელს საქართველო გახდა რიგით მეორე ქვეყანა, რაც არ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობაში ან ქვეყნაში არსებულ ტრეფიკინგის პირობებში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, არამედ ეს უფრო დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ სხვა ქვეყნებს, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურთ, რომ საქართველოში ცუდი მდგომარეობა იყოს.

ადამიანებით ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას და ადამიანის ღირსებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. იგი ართმევს ბავშვებს უფლებას, შეინარჩუნონ იდენტურობა, მიიღონ განათლება, ჯანდაცვა, შეეძლოთ დასვენება და გართობა თავისუფალ დროს, ართმევს, ასევე, უფლებას, არ დაექვემდებარონ ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. ევროპაში ბავშვების ტრეფიკინგი, ჩვეულებრივ, სექსუალური ექსპლუატაციის ან იძულებით შრომის მიზნით ხდება. ვინაიდან ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვებს არწმუნებენ, რომ მათ არ გააჩნიათ ალტერნატივა, ბავშვებს ხშირად არა აქვთ მოტივაცია, თავი დააღწიონ ამ მდგომარეობას.

ღონისძიება მცხეთაში

ძალისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მონაწილეობა მივიღეთ მცხეთაში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ნარკოტიკისა და თამბაქოს აკრძალვას. ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ნახატები, მათ შორის იყო ჩემი ნამუშევარიც. მოგვიანებით მეცხრე და მეათე კლასში ჩავატარეთ ლექციებიც აღნიშმულ თემაზე.


დასუფთავების აქცია – “ერთად დავიცვათ გარემო”

სამოქალაქო კლუბის წევრები აქტიურად ვართ ჩართული გარემოს დაცვით საქმიანობებეში. ხშირად ვასუფთავებთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას.
16 მაისს სამოქალაქო კლუბმა ძალა ერთობაშია მონაწილეობა მიღო “შატო მუხრანის” მიერ დაგეგმილ გრანდიოზულ დასუფთავების აქციაში. დასუფთავებული იქნდა სკოლიდან ნაქალაქარ ძალისამდე არსებული ტერიტორია, დასუფთავების შემდეგ ბავშვებმა დანთეს ცეცხლი და ორგანიზატორების მიერ მოწვდილი პროდუქტით გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს.

10329720_291236971037222_403607350465156986_o

10343675_291236931037226_5466475548759381914_n